არსებული მდგომარეობა


შეუსაბამოდ მაღალი ფასი
რემონტის კეთებისას ყოველთვის თან დაგყვება განწყობა: "უფრო იაფადაც შეიძლებოდა?!" ხშირად ინტერესდები რემონტის ამა თუ იმ კომპონენტის ფასით და ცდილობ დარწმუნდე, რომ შენი ფასი საუკეთეოა! ამ მიზნით ეკითხები მეგობრებს თუ ნაცნობებს: "რამდენად გააკეთე?" "რა დაგიჯდა?" დადიხარ მასალების მაღაზიებში თუ ბაზრობებზე, ინფორმაციის შეგროვების შემდეგ უკვე დარწმუნებული ეუბნები თავს: "უფრო იაფადაც შეიძლებოდა!"


ჩვენთან არსებული მდგომარეობა


შენთვის მისაღები ფასი
რემონტის კეთებისას ყოველთვის თან დაგყვება განწყობა: "უფრო იაფადაც შეიძლებოდა?!" ხშირად ინტერესდები რემონტის ამა თუ იმ კომპონენტის ფასით და ცდილობ დარწმუნდე, რომ შენი ფასი საუკეთესოა! ამ მიზნით ეკითხები მეგობრებს თუ ნაცნობებს "რამდენად გააკეთე?" "რა დაგიჯდა?" შეიძლება შეიარო კიდეც მასალების მაღაზიებში თუ ბაზრობებზე, ინფორმაციის შეგროვების შემდეგ კმაყოფილი ეუბნები თავს: "უფრო იაფად აღარ შეიძლებოდა!"


არადამაკმაყოფილებელი ხარისხი
როდესაც რემონტს აკეთებ ყველა დეტალს აკვირდები, ყველა წვრილმანს ითვალისწინებ, ხარისხი შენთვის მნიშვნელოვანია, გინდა რაც შეიძლება დიდხანს გაგიძლოს, რემონტს ხომ ხშირად ვერ გააკეთებ?! ამოწმებ, თითქოს ყველაფერი წესრიგშია, თითქოს კმაყოფილი უნდა დარჩე, ამ დროს ხარვეზები იქცევს შენს ყურადღებას, ყველაფერი ისე არაა, როგორც გინდოდა, მოლოდინი გიცრუვდება, ღიზიანდები, მაგრამ ეგუები...


გარანტირებული ხარისხი
როდესაც რემონტს აკეთებ ყველა დეტალს აკვირდები, ყველა წვრილმანს ითვალისწინებ, ხარისხი შენთვის მნიშვნელოვანია, გინდა რაც შეიძლება დიდხანს გაგიძლოს, რემონტს ხომ ხშირად ვერ გააკეთებ?! ამოწმებ, ყველაფერი წესრიგშია, კიდევ ამოწმებ, ყველა დეტალი ზუსტად ისეა, როგორც გინდოდა, მოლოდინი გიმართლდება, კმაყოფილი ხარ...

დარღვეული ვადები
რემონტი სასიამოვნო და მნიშვნელოვანი ცვლილებაა შენს ცხოვრებაში. გინდა რაც შეიძლება მალე განახორციელო ეს ცვლილება. უთანხმდები შემსრულებელს. ვადები მისაღებია. როგორც არასდროს ისე გინდა მალე გავიდეს დრო, ვადა იწურება, რემონტი ჯერ კიდევ არ მთავრდება, ეკითხები შემსრულებელს "რატომ?" გეუბნება, რომ ვერ მოასწრო, გისახელებს მიზეზებს და კიდევ გთხოვს ვადას, ღიზიანდები, გინდა რომ აღარ გადაუხადო, კამათობ, კამათში დრო გადის, რემონტი მთავრდება, შენ დაიღალე, ამბობ, "მთავარია დამთავრდა" მაინც უხდი...


საათებით განსაზღვრული ვადები
რემონტი სასიამოვნო და მნიშვნელოვანი ცვლილებაა შენს ცხოვრებაში. გინდა რაც შეიძლება მალე განახორციელო ეს ცვლილება. ეკითხები შემსრულებელს "როდის?" ვადებს საათებით გითვლის, უჩვეულოა, მაგრამ მისაღები. როგორც არასდროს ისე გინდა მალე გავიდეს ყველა საათი, ვადა იწურება, რემონტი უკვე დასრულებულია, ცვლილება მოსალოდნელზე ადრე ხდება, გიხარია, სიზუსტე გსიამოვნებს... თუ ვადას გადააცილა? გინდა რომ აღარ გადაუხადო, კამათი არ გჭირდება, აღარ უხდი, გამარჯვებული ხარ...

დახარჯული დრო და ენერგია
რემონტს აკეთებ, შემსრულებელს ყველა დეტალზე უთანხმდები, თითქოს აღარ უნდა დაგეხარჯოს დრო და ენერგია, თუმცა ვერ ენდობი, თავად გიწევს მასალების შესაძენად მაღაზიებსა თუ ბაზრობებზე სიარული, ხელოსნებსაც კონტროლი ჭირდებათ, ესეც შენ უნდა გააკეთო, თითქმის ყოველდღე უნდა მიხვიდე და შეამოწმო, დრო შენთვის ძვირფასია, მაგრამ გეკარგება, ენერგია სხვაგან უფრო გჭირდება, მაგრამ აქ უნდა დახარჯო, პერიოდულად ეკითხები თავს: "რატომ თვითონ არ გავაკეთე?" განსხვავებას ვერ პოულობ, ისევ ღიზიანდები, ამჯერად საკუთარ თავზე...


დაზოგილი დრო და ენერგია
რემონტს აკეთებ, შემსრულებელს ყველა დეტალზე უთანხმდები, აღარ უნდა დაგეხარჯოს დრო და ენერგია, ენდობი, აღარ გიწევს მასალების შესაძენად მაღაზიებსა თუ ბაზრობებზე სიარული, აღარც ხელოსნების გაკონტროლებაა შენი საქმე. დრო შენთვის ძვირფასია, არ გეკარგება, ენერგიას აქ აღარ ხარჯავ, სხვაგან უფრო გჭირდება, პერიოდულად მაინც ეკითხები თავს: "ხომ არ ჯობდა თვითონ გამეკეთებინა?" განსხვავებას პოულობ, რწმუნდები რომ სწორად მოიქეცი, მოგებული ხარ...

არასრულყოფილი საგარანტიო მომსახურება
რემონტი უკვე დაასრულე. ცვლილება გახარებს. გადის დრო, ონკანი ან ჩამრთველი მოიშალა, ანდა მილი გასკდა სააბაზანოში. ურეკავ შემსრულებელს, ეუბნები, რომ სასწრაფოდ მოვიდეს და შეაკეთოს. "მოვალ" არის პასუხი, არ მოდის. კიდევ ურეკავ, უკვე გაღიზიანებული ელაპარაკები. უკეთეს შემთხვევაში დაგვიანებით მოდის, აკეთებს, თუმცა დამატებითი ხარჯია საჭირო, უარეს შემთხვევაში თვითონ გიწევს შეკეთება, ისევ ზედმეტი დანახარჯის ფასად...


სწრაფი საგარანტიო მომსახურება
რემონტი უკვე დაასრულე. ცვლილება გახარებს. გადის დრო, ონკანი ან ჩამრთველი მოიშალა, ანდა მილი გასკდა სააბაზანოში. ურეკავ შემსრულებელს, ეუბნები, რომ სასწრაფოდ მოვიდეს და შეაკეთოს. "მოვალ" არის პასუხი, ფიქრობ, რომ არ მოვა, კიდევ მოგიწევს დარეკვა, მაგრამ სწრაფად მოდის, აკეთებს, დამატებითი ხარჯი არაა საჭირო, აღარც თვითონ გიწევს შეკეთება, ყურადღება გსიამოვნებს, დაფასებული ხარ...