მოდიხარ... თავიდანვე სასიამოვნო განწყობა გეუფლება, პირობები გაინტერესებს, გაცნობენ, ფასით ინტერესდები, რემონტის ფასად სივრცის დაგეგმარებას და ინტერიერის დიზაინსაც გთავაზობენ, ავეჯის შერჩევაშიც გეხმარებიან, ეს ყველაფერი უფასოდ, იმიტომ რომ მოხვედი, მოგწონს, თანხმდები...

იწყებ... შენი სივრცის დეტალურ ნახაზს ქმნიან, ყველა კუთხე და კედელი იზომება, ასე უფრო ზუსტად გამოვა, ასე უფრო სწრაფად იქნება, ასე უფრო მოგეწონება, ესეც უფასოდ, იმიტომ რომ დაიწყე, უკვე ენდობი...

აგრძელებ... შენი სივრცე იგეგმება, შენი დიზაინი იქმნება, შემოქმედებითად უდგებიან საქმეს, ხვდები რომ პროფესიონალებთან ხარ, ყველა დეტალს გულდასმით განიხილავენ, მრავალ ვარიანტს გთავაზობენ, გეკითხებიან, შენ აზრს ითვალისწინებენ, რჩევებს გაძლევენ, შენზე ზრუნავენ, იდეა უკვე ნათელია, უკვე ხედავ, რეალური მოლოდინი გიჩნდება...

მალე უნდა დასრულდეს... პროცესი შენს თვალწინ მიდის, შენ მთავარი ხარ, დრო არ გეკარგება, ყველამ თავისი საქმე იცის, საქმის სიყვარულს გრძნობ, საქმე დროს ემთხვევა, ყველა დეტალი შენთან თანხმდება, ენერგიას არ ხარჯავ, გსიამოვნებს, შედეგს მალე ხედავ, ავეჯიც უკვე შეგირჩიეს, ცვლილება უკვე დადგა, სიახლით კმაყოფილი ხარ, კომფორტში ხარ....

გინდა ყველას უთხრა...